კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნულ თეატრში თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, შეხვდა

შეხვედრა

 კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნულ თეატრში თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.რუსთაველის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თეატრის აღმასრულებელი დირექტორი გია თევზაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

✕