კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, გაღრმავდება და მივა მათ სრულ განადგურებამდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც უნდა გაღრმავდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულად განადგურების შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა.

„ეს კრიზისი, რაც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ აუცილებლად უნდა გაღრმავდეს, გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, როდესაც საბოლოოდ განადგურდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.