მან ბიონსეც ჩამოიტოვა - დასახელდა 21-ე საუკუნის საუკეთესო მომღერალი
1736540067
ყოვლად დაუშვებელია ელჩმა არჩევნების წინ ღიად დააფიქსიროს პოზიცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. ისმის კითხვა, ეს მათი ქვეყნებიდან მიღებული ინსტრუქციებია თუ თავად ელჩის ინიციატივებია?! - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ელჩების მხრიდან ასეთი ქცევა ყოვლად დაუშვებელია.
„არანაირად არ შეიძლება არჩევნების წინ ღიად დააფიქსირო შენი პოზიცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. რამდენიმე ელჩმა ეს გააკეთა. როცა ასეთი რამე ხდება საერთოდ ისმის კითხვა, ეს იქიდან მიღებული ინსტრუქციებია, მათი ქვეყნებიდან, რომელსაც წარმოადგენენ თუ ეს ელჩის საკუთარი ინიციატივაა. შეიძლება, რა თქმა უნდა, რომელიმე ელჩმა გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას, ზედმეტი აიღოს თავზე და რაღაცები განაცხადოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს საერთო სურათის ნაწილია.
არა მხოლოდ ელჩებისგან, არამედ ევროპარლამენტარებისგან, ევროკავშირის ზოგიერთი ხელმძღვანელი პირისგან მუდმივად გვესმოდა საუბრები იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა მთლად ევროპულად არ იქცევა და საჭიროა რაღაცების გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ „ევროპულ გზას“, რომლიდანაც რეალურად არასდროს გადაგვიხვევია. მივყვებით ამ გზას, თან ძალიან წარმატებულად, თუ იმ მონაცემებს გავითვალისწინებთ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენს შესახებ აქვეყნებენ. ამიტომ ეს არის საერთო სურათის ნაწილი, რომელსაც ჩვენ არჩევნების წინაც ვხედავდით და რაღაც დოზით დღესაც ვხედავთ“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.