1772649900
კოტე ჟღენტი თინა ხიდაშელის განცხადებაზე: ეს ჩემთვის პრაქტიკულად ქვეყნის ღალატია
როცა ამბობ, რომ შენს ქვეყანაში ტერორისტებს ამზადებენ, ამის დამამტკიცებელი საბუთით უნდა დაინტერესდეს არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ შესაბამისი უწყებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში კოტე ჟღენტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაზე საუბრისას.
„იმ ქალბატონმა მოიტანოს რის საფუძველზე ამბობს ამას. არ შეიძლება ასე ისროლო ასეთი განცხადება, ეს ჩემთვის პრაქტიკულად ქვეყნის ღალატია“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
თინა ხიდაშელმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა“.












