კოტე ჟღენტი საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიაზე: აღმაშფოთებელ რაიმეებს სჩადიან. საბაბი იყო უკრაინა. მიზეზები სხვა იყო და მეორე დღეს თავად აღიარეს

კოტე ჟღენტი

აღმაშფოთებელ რაიმეებს სჩადიან. საბაბი იყო უკრაინა. მიზეზები სხვა იყო და მეორე დღეს თავად აღიარეს, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა „ქრონიკასთან“.

ყოფილი დიპლომატი რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიას გამოეხმაურა.

„მოქალაქეები ითხოვენ, რომ ცოტა სხვა პასუხი გაეცეს ამ ქცევას. ელჩები აბსოლუტურად სცილდებიან თავიანთ პირდაპირ მოვალეობებს. აღმაშფოთებელია - ეს ყველაზე დიპლომატიური სიტყვა ვიპოვე. აღმაშფოთებელ რაიმეებს სჩადიან. საბაბი იყო უკრაინა. მიზეზები სხვა იყო და მეორე დღეს თავად აღიარეს. ის, რომ არ მივყვებით მათ მოთხოვნებს, მათ პოლიტიკას, ლიბერალურ-გლობალისტურ ნარატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ჟღენტმა.

გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველო რუსეთის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მოწოდებები იყო დიპლომატების დღევანდელ შეხვედრაზეც, სადაც მათთვის არასასურველი მედიასაშუალება „იმედი“ არ მიიწვიეს. კიდევ ერთი ტყუილია ის, რომ საქართველოს ომში ჩართვისკენ არავინ მოუწოდებდა.