კოტე ჟღენტი: არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ისე მალე შეიცვლება, როგორი იმედებიც ამერიკის შეერთებულ შტატების ხელმძღვანელობას აქვს - არ მგონია, რომ აშშ-მა ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

კოტე ჟღენტი

არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ისე მალე შეიცვლება, როგორი იმედებიც ამერიკის შეერთებულ შტატების ხელმძღვანელობას [აქვს], - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა.

მან უპასუხა კითხვას - ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ რვა კვირამდე გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია. თქვენი თვალსაზრისით, არის თუ არა მიღწევადი ის შედეგი რაც გამოცხადდა?

„ირანის სპეციფიკის გათვალისწინებით, მე მგონია, რომ ამ პერიოდში ეს ვერ მოესწრება. ერთი რამე ცხადია, მე არასოდეს არ ვეთანხმებოდი იმას, რომ ირანში უმრავლესობა უკმაყოფილოა მმართველობით და ისინი წავლენ თავისი ქვეყნის მმართველობის წინააღმდეგ. მუდმივად ატრიალებენ [კადრებს] რომ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი შეკრებილი, რომელს ხამენეის სურათს ანადგურებს. სულ ამ კადრს ატრიალებენ, ახალი კადრი არ ჩანს. სამაგიეროდ ძალიან ბევრია ნაჩვენები ის დემონსტრაციები, სადაც გლოვობენ აიათოლას და მხარდაჭერას გამოთქვამენ თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასეთ რეგიონში მოვლენათა განვითარების ანალიზის სჭირდება ღრმა ცოდნა, სჭირდება როგორც ისლამის, ისე შიიზმის როგორც ისლამის მიმდინარეობის ცოდნა, თუ რას წარმოადგენს და რა ძალა აქვს მას და მოქალაქეები რა დონეზე მისდევენ ამ რელიგიურ დოგმებს და მმართველობის სისტემასაც, რასაც რეჟიმს ეძახიან. არ ჩანს, რომ ეს ყველაფერი ისე მალე შეიცვლება, როგორი იმედებიც ამერიკის შეერთებულ შტატების ხელმძღვანელობას [აქვს]. კლასიკური ომის მოგება სახმელეთო ოპერაციის გარეშე არ ხდება. მხოლოდ დაბომბვით ომს ვერ მოიგებ, შეიძლება ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდეს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-მა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს? - ჟღენტმა ასე უპასუხა:

„მე მგონია, რომ - არა. მგონია, რომ პრეზიდენტ ტრამპს არც ჰქონდა განსაზღვრული ირანში სახმელეთო ოპერაციის ჩატარება. ეს აუცილებლად იწვევს ცოცხალი ძალის მსხვერპლს, როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს ჯარი. ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა და დემოკრატებმა დიდი ამბავი ატეხეს, ეს თუ გაიზრდება და აუცილებლად გაიზრდება, თუ სახმელეთო ოპერაცია იქნება, ეს გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს ტრამპს და მის ადმინისტრაციას. ნუ დავივიწყებთ, რომ არც ისე შორს არის შუალედური არჩევნები ამერიკაში და ეს რომ სწრაფად არ დასრულდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის ნეგატივით მიდის ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ არ მგონია რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს აშშ-მა“, - განაცხადა ჟღენტმა.