1753387731
კორუფცია დაბრკოლებას უქმნის სახელმწიფოს განვითარებას და ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ - პრემიერი

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები კორუფციის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები კორუფციის მიმართ. თუ სადმე არის ეჭვი კორუფციასთან მიმართებით, სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს ძალიან პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ეს გამოძიების საქმეა“, - განაცხადა პრემიერმა.