კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების დასაბუთებას, სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება - „იმიტომ“ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესებისა და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

რატი ბრეგაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მტკიცებულებების გარეშე უწოდებს არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს და მას არ აღიარებს.

„გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს. ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და, მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ. სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესებისა და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა“, – წერს რატი ბრეგაძე.