კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას - ეს პოლიტიკური შანტაჟია

baideni

„პოლიტიკური შანტაჟი“, - ასე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის სენატში იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის დაბლოკვა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.

"კონგრესში „რესპუბლიკელები“ იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესად პარტიული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი. ფსონები ზედმეტად მაღალია, ხოლო შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.