კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ რომ დაინახა, რომ არც პარლამენტში აქვს საშველი, არც ქუჩაში და არც უცხოეთში, ახლა დიდთოვლობაში დაინახა, რომ იქნებ, ამან მაინც უშველოს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ რომ დაინახა, რომ არც პარლამენტში აქვს საშველი, არც ქუჩაში და არც უცხოეთში, ახლა დიდთოვლობაში დაინახა, რომ იქნებ, ამან მაინც უშველოს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდთოვლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას.

დეპუტატის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ არასწორ და ამორალურ გზებს მიმართა.

„თუ ჩასაფრებული არ ხარ, ამ შემთხვევაში, თუ გაიგებ, რომ რომელიმე ოჯახს უჭირს, კი, ბატონო სოციალურ ქსელშიც დაწერე, მაგრამ მიაწოდე შესაბამის უწყებას ინფორმაცია, რომ „გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება“. ამ შემთხვევაში დაგიჯერებს ხალხი, რომ შენ მართლა გული შეგტკივა ამ ადამიანებზე. სხვა შემთხვევაში ეს რომ არის პირდაპირ გათვლილი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რასაც ასევე ვერ ახერხებენ, ეს არის უკვე ნათელი”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.