"კოლექტიურ ნაცებს" და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, რათა საინფორმაციო ხმაურის საშუალება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აბულინგებენ მათ, როდესაც ციხეს ტოვებენ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება. პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა სოციალურ ქსელში ბულინგის შემდეგ, ამჯერად, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა არც დანაშაული უნდა აღიარონ და არც შეწყალება ითხოვონ.

მსჯავრდებულებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ციხე დატოვეს, აკრიტიკებენ სხვა პატიმრების მშობლებიც. მმართველ გუნდში არაჰუმანურ მიდგომაზე, ახალგაზრდების პატიმრობაში დატოვებისა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობაზე საუბრობენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "კოლექტიურ ნაცებს" და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, რათა საინფორმაციო ხმაურის საშუალება ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ აბულინგებენ მათ, როდესაც ისინი ციხეს ტოვებენ.

"როდესაც მამა შვილს მოუწოდებს, რომ დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, შვილებიც რომ მოუწოდებდნენ მამებს, რომ არ დაეტოვებინათ ციხე. არ ვიცი ამას რა შეიძლება დავარქვათ. ზოგადად, არიან ადამიანები, რომელბიც ჯერ კიდევ არიან დარჩენილები ციხეში, კონკრეტულად ამ დანაშაულის გამო. ისინი ინანიებენ თავიანთ დანაშაულს, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სურთ რომ დატოვონ ციხე, თუმცა ეეშინიათ იმ ბულინგის, წნეხის, იმ ფაშისტური მიდგომის, რასაც ასე ამჟღავნებენ მათი ე.წ. თანამებროძოლები და ხშირ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრებიც, რაც არის ყოვლად ამაზრზენი.

ზოგადად, "კოლექტიურ ნაცებს" და მათ უცხოელ პატრონებს სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი "ჰედნაინი" ჰქონდეთ, მეტი საინფორმაციო ხმაურის ატეხვის საშუალება ჰქონდეთ. ის ევროპარლამენტის აბსურდულ რეზოლუციებში, რაც შეიძლება მეტი ე.წ. პოლიტიკური დევნილი მოიხსენიონ და ამისთის სჭირდებათ ეს ადამიანები ციხეში და ამიტომ უსწორდებიან ასეთ ფაშისტური მეთოდებით და ტოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

✕