კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე: როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

ევროპა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა - განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ. "ოცნების" თავმჯდომარის მტკიცებით, პრეზიდენტის მხარეს, დღეს, არ წარმოუდგენია არგუმენტები:

"როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ" ,- თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო სხდომაზე 1 საათით შესვენება გამოცხადდა. იქამდე, კი სამი საათის განმავლობაში, მხარეები მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებით. სასამართლოს წინაშე საკონსტიტუციო წარდგინება ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, ხოლო პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.