კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან - სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე აცხადებს.

„ყველაფერს ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ძალიან მალე ძალიან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ მათგან.

ასე რომ, რეჟიმი დასუსტებულია, რეჟიმი სრულიად გამოშიგნულია, ჩამოშლილია და დაგვრჩა ერთი - გაფორმება საქართველოს გამარჯვების, რომელიც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს და ყველას, მთელ საქართველოს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ველოდებით რუსთაველის გამზირზე, რათა ერთად მივიღოთ ის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.