1756230764
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს, თავისუფალია.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, გელა ხასაია 4 დეკემბერს, პარტია „დროას“ ოფისთან მაშინ დააკავეს, როდესაც სამართალდამცველები ოფისში იყვნენ შესულები და ჩხრეკდნენ.