1756230764
მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურის და ევროპის ქვეყნებთან, რომელთაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ - ზელენსკი

მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან ომის დასასრულებლად ყველაფერი იქნება მომზადებული.
„ჩვენი მხრიდან, ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება ომის დასასრულებლად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაადასტურონ ეს. შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების – პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების – ნებაზე, მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე. საჭიროა ახალი ნაბიჯები: სანქციები, ტარიფები. გუშინ ამაზე კიტ კელოგთან ვისაუბრეთ. რუსეთი ექსკლუზიურად გვაძლევს სიგნალებს, რომ ის კვლავაც აპირებს რეალური მოლაპარაკებების თავიდან აცილებას. ამის შეცვლა მხოლოდ ძლიერი სანქციებით, ტარიფებით, რეალური ზეწოლით შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.