კითხვა უნდა დავუსვათ უცხოელ პარტნიორებს, როგორ აფასებენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ე.წ. პოლიტიკოსების მოწოდებას მიმტანებისადმი, რომ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების საჭმელში ჩააფურთხონ - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„როდესაც საუბარი იქნება უცხოელ პარტნიორებთან, იქ კითხვა უნდა დავუსვათ უცხოელ პარტნიორებს, როგორ აფასებენ ისინი მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისა და ე.წ. პოლიტიკოსების საქციელს, როდესაც ისინი მიმტანებს მოუწოდებენ, რომ საჭმელში ჩააფურთხონ და ასე მიუტანონ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს. ეს გამოხატვის თავისუფლება თუ არის, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, მიმტანები რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ულუფაში აფურთხებენ, შემდეგ გამოდიან და ამბობენ, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.