კირცხალია გახარიას პარტიაზე: მათ თქვეს, რომ წარმოადგენენ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და დღეს მცდელობა თავის მართლებისა, რომ არ არიან „ნაცმოძრაობა“, ჩაუვარდათ. ისინი სხედან იმ დეზინფორმაციულ ტრენდზე, რაზეც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

ირაკლი კირცხალია

გახარიას დანაყოფმა [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან თქვა, რომ წარმოადგენენ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და დღეს პირველი მცდელობა თავის მართლებისა, რომ არ არიან ნაცმოძრაობა, ჩაუვარდათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ისინი ზუსტად იმ ცრუ ნარატივს ახმოვანებენ, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა.

„ყველამ კარგად ვიხილეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს [იგლ ჰილსის] პროექტი, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციაზეა საუბარი. ვინც ამ ქვეყანაში რამეს ქმნის, ვისაც აზრი მოეკითხება ეკონომიკაზე, ამ სფეროზე, ყველამ ახსნა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც გრძელდებოდა უტიფარი [განცხადებები] და ამ ყველაფერს საპარლამენტო უმაღლესი ტრიბუნიდან, პრემიერის მხრიდან პასუხი გაეცა. ამავე ინტერპელაციის დროს ვნახეთ, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, გახარიას დანაყოფი. მათ [პარლამენტში] შემოსვლის დღიდან თქვეს, რომ წარმოადგენენ აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და დღეს პირველი მცდელობა თავის მართლებისა, რომ არ არიან ნაცმოძრაობა, ჩაუვარდათ. ისინი ახმოვანებენ სწორედ იმ არასწორ ნარატივს, სხედან იმ ცრუ, დეზინფორმაციულ ტრენდზე, რაზეც კოლექტიური ნაცმოძრაობა. მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ თუ რატომ და როგორ სხედან იმ დარბაზში. მათი წინასაარჩევნო კამპანია, რითაც მიიღეს ეს [მანდატები] ცრუ ნარატივზე იყო აგებული“, - აღნიშნა კირცხალიამ.