როგორ შეიცვლება ამინდი დღეს - განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1774939260
„31 მარტი პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
როგორც კირცხალია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს.
„31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა.
შეკითხვას - „ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” - მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს“, - წერს იგი.