1746822051
კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ - შარლ მიშელი

კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე კვლავ ძლიერია.
„კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.
ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებში აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას“, - წერს შარლ მიშელი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Georgia’s commitment to the EU path remains strong. And I reaffirmed to PM @GharibashviliGe the EU’s commitment to Georgia.
— Charles Michel (@CharlesMichel) December 1, 2023
The EU welcomes the continued efforts to advance on the reform agenda and the action plan to address the steps necessary, in the interest of the Georgian… pic.twitter.com/TzbMYCCUs3