„სიცივიდან სიცხეში, სიცხიდან სიცივეში...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1747213581
აშშ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებზე ჩასვლა არ გამორიცხა.
„ვიცი, რომ პუტინს სურს, ჩავიდე სტამბოლში. ეს შესაძლებელია, თუ ჩვენ შეგვიძლია ომის დასრულება. მე ამაზე დავფიქრდები. ესაა ომის დასრულების შესაძლებლობა. ხვალინდელი დღე დაკავებული გვაქვს სრულად, მაგრამ მე მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რომ გადავარჩინო სიცოცხლეები“, – განაცხადა ტრამპმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
მანამდე, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩასულიყო.