ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 ირაკლი კობახიძე

ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ანდრეი პლენკოვიჩის მილოცვაში.