ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყო ახალციხის ოლქში, სადაც 28 საარჩევნო უბანია გახსნილი

ახალციხე

ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 8 საათზე დაიწყო ახალციხის ოლქში, სადაც არსებული ინფორმაციით გახსნილია 28 საარჩევნო უბანი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლები პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.