ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, განვითარებას ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრემიერის განცხადებით, მან ხმა მშვიდობას, სიკეთეს და ქვეყნის განვითარებას მისცა ხმა.

"ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.