ხმა მივეცი მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, განვითარების გაგრძელებას და თბილისის კიდევ უფრო გალამაზებას" - ლევან მაჭავარიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მაჭავარიანი

საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანმა საკუთარი არჩევანი საბურთალოს საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.

"არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ხმა მივეცი ამ განვითარების გაგრძელებას და თბილისის კიდევ უფრო გალამაზებას. ხმა მივეცი თბილისელების პრობლემების კიდევ უფრო სწრაფ ტემპში მოგვარებას," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.