ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამოცემა „ჰილში“ იან კელისა და დევიდ კრამერის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა.

„კელი და კრამერი ვინც არიან ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში. მათ ასეთ მოწოდებებს არავითარი ფასი არ აქვს. ისინი არიან ჩვეულებრივი ე.წ. გარე ექსპერტები და პერიოდულად აკეთებინებენ ასეთ განცხადებებს. ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, ასეთ შანტაჟს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ჩვენს ხელისუფლებაზე. ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.