„ხედავთ, როგორი ბრძოლაა გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ - არ ვინდობთ აბსოლუტურად არავის“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"ხედავთ, როგორი ბრძოლაა გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ - არ ვინდობთ აბსოლუტურად არავის, მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს რა ქეისებიც იყო, ეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიან სერიოზულად ურტყამს და ვიღაცას ჩვენს ადგილზე შეიძლება ეს გარეთ არ გამოეტანა, რადგან ძალიან მაღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი, ჩვენი ლიდერებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვართ და არაფერს არ მივჩქმალავთ," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები გაძლიერებულად მუშაობენ კორუფციის აღმოსაფხვრელად და პრევენციისთვის.

"თქვენ ხედავთ, როგორი კონკრეტული ნაბიჯები იდგმება - მაგალითად, ერთი ორი წლის წინ ჩვენი მოქალაქეები საუბრობდნენ, რომ კრიმინალი გაზრდილია, - ხედავთ, როგორი ბრძოლაა გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ - არ ვინდობთ აბსოლუტურად არავის, მნიშვნელობა არ აქვს. ბოლოს რა ქეისებიც იყო, ეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიან სერიოზულად ურტყამს და ვიღაცას ჩვენს ადგილზე შეიძლება ეს გარეთ არ გამოეტანა, რადგან ძალიან მაღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი, ჩვენი ლიდერებიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვართ და არაფერს არ მივჩქმალავთ, - მნიშვნელობა არ აქვს, ყოფილი თანამდებობის პირი იყო თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირია.

აბსოლუტურად არ გვაინტერესებს ვინ არის, გუნდისთვის რა გაუკეთებია, ქვეყნისთვის რა გაუკეთებია. იგივე, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს უზარმაზარი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და შეუძლებელია, ეს არ დაინახო, - ძალიან მყარად იდგა მაშინ, როდესაც ჩვენ დანის პირზე ვიარეთ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ გამოძიება დაწყებულიყო.

არაფერი შეჩერებული არ არის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მუშაობს კორუფციის გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, გაძლიერებულია აუდიტის სამსახური. სუს-ის ხელმძღვანელი გახდა მამუკა მდინარაძე და სუს-ის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. მამუკა მდინარაძეს მონაცემებთან დაკავშირებით, მგონი, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი. ყველა ეს სტრუქტურა 24-საათიან მუშაობაშია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რამე გამოსავლენია ან აწმყოში, ან წარსულში, ან თუ რამე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ პრევენცია მოხდეს მომავალში, აბსოლუტურად ყველა უწყება მუშაობს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმით," - აცხადებს მაჭავარიანი.