ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
"გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ხდება "ოცნების" მომსახურეებისთვის ფულის გადაცემის ლეგალიზება და ამას გრანტებს არქმევენ.
"ამ შემთხვევაში ხდება უბრალოდ ოცნების მომსახურეებისთვის ფულის გადაცემის ლეგალიზება და ამას არქმევენ გრანტებს, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გრანტების სახელით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები კეთდებოდა. უცხოური გრანტები მიმართული იყო საჯარო სექტორის მშენებლობისთვის, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მშენებლობისთვის, თავდაცვის სექტორში იხარჯებოდა თანხები," - ამბობს ტატა ხვედელიანი.