ხათუნა ხოფერია ახალგაზრდებს: ოპოზიციას საკრალურ მსხვერპლად ნუ გამოაყენებინებთ თავს, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, თქვენი ლიდერები მოიკითხეთ, ჯერ ისინი წავიდნენ წინ და თუ მაინც და მაინც ისე გაჰყევით

ხათუნა ხოფერია

ოპოზიციას საკრალურ მსხვერპლად ნუ გამოაყენებინებთ თავს, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ გადახედეთ, მოიკითხეთ თქვენი ლიდერები, ჯერ ისინი წავიდნენ წინ და თუ მაინც და მაინც, ისე გაჰყევით, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მან ბუტა რობაქიძის მკვლელობაც გაიხსენა.

„მე მინდა მოვეფერო ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მამიკოებზე და იმ ტკივილზე ჰყვებოდნენ, რომელიც მათ მეხსიერებაში, ქვეცნობიერში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან მყარად დატოვა. ეს ის თაობაა, რომელიც მათ ამას არასდროს აპატიებს. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს არ ვახსენო მათი თანატოლი, ჩვენი ბუტა რობაქიძე. ბუტა, რომელიც 19 წლის ასაკში მოკლეს, დედისერთა ბიჭი. მას დააბრალეს საშინელი დანაშაული, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და იყო კრიმინალი. დედას სახლში მიუვარდნენ, ჯერ კიდევ არ იცოდა შვილი გარდაცვლილი რომ ჰყავდა და დაიწყეს ჩხრეკა და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილი კრიმინალი იყო. მერე ექსპერტიზა რომ ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ტყვია მოხვედრილი იყო იღლიაში და იღლიაში ტყვია ვერ მოხვდება თუ ხელები არ გაქვს აწეული მაღლა. ხელებაწეული 19 წლის დედისერთა ბიჭი მოკლეს. ეს არის ის ხალხი, ვისაც ზოგიერთი ახალგაზრდა დღეს გვერდში უდგახართ“, - აღნიშნა ხოფერიამ.

მან ასევე მიმართა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს უჭერენ მხარს.

„მე მინდა ასეთი რამ თქვა, ძალაში შევიდა კანონი, რომელშიც არის ჩამონათვალი სტრატეგიული ობიექტების, რომლის პიკეტირება არის დასჯადი და ეს დასჯა ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულს და ციხეს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს კადრები, როდესაც ახალგაზრდები მანქანებს ლეწავდნენ, პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, მოლოტოვი შეაგდეს, პიკეტირებას უკეთებდნენ და ა.შ. ამ კადრებში არსად არიან მათი ლიდერები. მე ვერავის ჭკუის დარიგებას ვერ დავიწყებ. მინდა უბრალოდ ვუთხრა ერთი რამ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, თუ ვინიცობაა და კიდევ წამოგაგეს ასეთ რამეზე, ისინი აუცილებლად, როგორც ყოველთვის თქვენ გაგრეკავენ წინ და თვითონ დაელოდებიან რა მოხდება. ამიტომ თუ რამე ნაბიჯს გადადგამთ, გადახედეთ, მოიკითხეთ თქვენი ლიდერები. ჯერ ისინი წავიდნენ წინ და თუ მაინც და მაინც, ისე გაჰყევით. საკრალურ მსხვერპლად ნუ გამოაყენებინებთ თავს. ჩემი თაობის ხალხს თუ მოგვიწევს ბრძოლა ჩვენ ჩვენს შვილებს წინ არ გავუშვებთ. ჩემი თაობის ბრალია ის, რაც ხდება დღეს. ილუზიები შევქმენით თავის დროზე, ვიბრძოდით, სკამებზე დადგმული ვსვამდით სადღეგრძელოს საქართველოს თავისუფლების, ოღონდ სად მივდიოდით თავადაც არ ვიცოდით. ჩვენი გამოსასწორებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხოფერიამ.