ხატიას აირჩევენ თავმჯდომარედ, ენმ ვანოს და კეზერაშვილს დაუბრუნდება - ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას„ რედაქტორი

 „ტაბულას“  დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ხატიას აირჩევენ თავმჯდომარედ, ენმ ვანოს და კეზერაშვილს დაუბრუნდება.

„არ ვიცი მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა და კეზერაშვილმა მოიგო (ვანო მერაბიშვილიც მის მხარესაა მელიას წინააღმდეგ) ხატიას აირჩევენ ალბათ თავმჯდომარედ, და ამდენი „განახლების” შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება. ხატიას დააყენებენ ხოლმე ელენესთან, ზურასთან და ვაშაძესთან ერთად და ეს იქნება ის გრანდ ერთიანობა, რაზეც ზურა საუბრობს. პ.ს. ახლა, ორივე მხარე მიშას სიყვარულში და ერთგულებაში შეეჯიბრება ერთმანეთს საჯაროდ - შეიძლება, მიშამ მხარის არჩევა გააჭიანუროს, ან საერთოდ დაიკიდოს. მოსწონს რომ ეფერებიან და მოაფერებინებს. არასაჯაროდ - მოქრთამვა წავა“,- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა. საგანგებო ბრიფინგზე ირკლი ნადირაძემ თანაგუნდელების ერთი ნაწილის პოზიცია გააჟღერა და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარება მოითხოვა.