"ხალხის ძალის" წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ

ხალხის ძალა

რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ "ხალხის ძალის" წევრები. ამჯერად ისინი დუშეთში, თიანეთსა და მცხეთაში იმყოფებოდნენ.

საუბარი მუნიციპალიტეტების პოტენციალზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იყო. განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მოძრაობის სტრატეგიული ნაბიჯები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარტიამ მოქმედების არეალი უნდა გააფართოოს.

"ვაგრძელებთ, რეგიონებში პარტიულ შეხვედრებს. ამჯერად, ვიმყოფებოდით დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში.

შევხვდით, საკრებულოს "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ, როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე მუნიციპალურ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, პარტიული აღმშენებლობის საკითხებზე. უნდა გავაფართოოთ ჩვენი მოქმედების არეალი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.