„ხაბეიშვილის უკან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი რესურსია და ვანო მერაბიშვილიც საკმაოდ სერიოზული ფიგურანტია მათი აზრით“ - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

გია ვოლსკი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გადაცემაში - „თავისუფალი სივრცე“ ამბობს: 

„პარტიამ შეარჩიაო ვერ ვიტყვით ხაბეიშვილზე - კეზერაშვილმა შეარჩია. თავიანთი ფუნქცია წარმოუდგენიათ ფიზიკური ძალის გამოყენებით. ამ ვითარებაში როცა ომია, შენ გარშემო ცეცხლი ანთია, სტაბილურობა არის ერთადერთი გადარჩენის შანსი. ევროკავშირთან დაახლოების თემაა და ამ თემით კი არ შემოდიხარ, სულ კრივი მახსენდება... ამით შემოდიხარ, კონკრეტული გეგმა გაქვს, რომელიც არ ჰგავს არცერთ პოლიტიკურ პარტიას. საქართველოში, სადაც ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა გაცილებით უსწრებს წინ ინტელექტუალურად რომელიმე პარტიის ლიდერს, იქ რესურსი საკმაოდ ნაკლებია, რომ რევოლუცია მოახდინონ.  ხაბეიშვილის უკან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი რესურსია და ვანო მერაბიშვილიც საკმაოდ სერიოზული ფიგურანტია მათი აზრით, რომელსაც შეუძლია, ყოფილი ძალოვნები გააერთიანოს. მაგათ არ აინტერესებთ, 2024 წლის არჩევნები, მაგათ აინტერესებთ 30-50 ათასი ადამიანი, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევს“. - განაცხადა გია ვოლსკიმ.