1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად მოიპოვება ტერიტორია სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და ხშირად მათ შორის დავის საგანი იყო.
„მივესალმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, რობერტ ჰაბეკს, ბერლინის მერს ფრანცისკა გიფაის, მესე ბერლინის ხელმძღვანელს დირკ ჰოფმანს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს და ჩემს მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) დირექტორს ჯულია სიმპსონს. ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოს სახელით.
კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩემი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე და დავის საგანიც იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. ქვეყანა ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტური, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობ.
საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად ისეთი ტერიტორიის ნახვა, სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა.
ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.
ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული - ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი”, - განაცხადა პრემიერმა.