„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს
1792952889
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ, კათოლიკოს-პატრიარქმა ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე იყო გამოსული.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინდელი დღე კარგად აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი და ვის უჭერს რეალურად მხარს.
"როგორც იცით, გუშინ გახლდით ზემო აჭარაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მონათლა აჭარის მკვიდრი მოსახლეობა. იქ იყვნენ ბავშვებიც, იყვნენ ზრდასრულებიც. გუშინ აქციაზე რაც იხილეთ ადამიანები, სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ ზემო აჭარაში. ესეც აჩვენებს, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი ვერ იდგება იმ ფსევდორელიგიურ სექტასთან, რომელიც ცდილობს, რომ გაწიოს საქართველოს ეკლესია საზოგადოებრივი სივრციდან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც დაექვემდებარება უცხო ქვეყნის ხელისუფლებების პირდაპირ გავლენას და, მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიპატრიოტული და აგენტურული ძალა. ასე რომ, ეს არის, გუშინდელი დღე ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო, რაც ჩვენ ვიხილეთ - თბილისში შეკრებილი რამდენიმე ასეული წარმომადგენელი ფსევდორელიგიური სექტის, რომელიც კვლავ თავის რელიგიურ, ფსევდორელიგიურ რიტუალს ასრულებდა და ნამდვილი რწმენით შეკრებილი ადამიანები ზემო აჭარაში - სამჯერ მეტი, ვიდრე ვიხილეთ ჩვენ გუშინ თბილისში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.