1779737742
კატარის პრემიერ-მინისტრი: მოუთმენლად ველოდებით ერთობლივად მუშაობას მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განსავითარებლად
კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ კატარი ადასტურებს მეგობარ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებს.
„მეგობარი ქვეყნის – საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, გულთბილი მილოცვები და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ. ვსარგებლობთ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კატარის სახელმწიფოსა და მეგობარ საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ერთობლივად მუშაობას ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად და გასავითარებლად საერთო ინტერესების ყველა სფეროში და უფრო ფართო პერსპექტივების დასახვისთვის, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და ხალხების საერთო ინტერესებს ემსახურება.
თქვენო აღმატებულებავ, მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები თქვენი ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნისთვის, თქვენი ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის, ასევე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში.










