კარიერა, ოჯახი და სოციალური აქტივობა - ვინ არის რუსეთის ფავორიტი უკრაინელი პოლიტიკოსი

evgeni muraevi

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ის განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მურაევმა აღნიშნა, რომ "კომენტარის გასაკეთებელი აქ არაფერია" და რომ ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც რუსული სანქციები დაკისრებული ჯერ კიდევ აქვს.

ის პოლიტიკურ წრეებში ცნობილია, როგორც პრორუსული განწყობის მქონე პოლიტიკოსი. მოიაზრებოდა ჯერ ექსპრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვად და უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვოლოდიმერ ზელენსკის მოწინააღმდეგე იყო. 

ვინ არის მურაევი?! - პოლიტიკური კარიერა

ევგენი მურაევი უკრაინელი პოლიტიკოსია, VII და VIII მოწვევის უმაღლესი რადას დეპუტატი, ხარკოვის ორი მოწვევის საოლქო საბჭოს დეპუტატი. პარლამენტის საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის წევრი. რეგიონების პარტიის ყოფილი წევრი და პარტია „სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. პარტია "ნაშას" ლიდერი. ის უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს 2019 წლის არჩევნებში იყრიდა, თუმცა კანდიდატურა ალექსანდრე ვილკულის სასარგებლოდ მოხსნა.

პირველად მურაევი 2006 წელს ხარკოვის მე-5 მოწვევის საოლქო საბჭოში პარტია "ვეჩედან" აირჩიეს. მეორედ ის რეგიონების საბჭოში 2010 წელს აირჩიეს რეგიონალური პარტიიდან. იმავე წელს, იმ დროინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ბრძანებით, ევგენი მურაევი ​ზმიევსკაიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ დაინიშნა.

2012 წლის 21 ნოემბერი მურაევი ოლქის უფროსის პოსტიდან გათავისუფლდა, რადგან უკრაინის უმაღლეს რადაში შესასვლელად კენჭს იყრიდა. 2014 წელს აირჩიეს პარლამენტში (ოპოზიციური ბლოკის პარტიიდან). იყო უკრაინის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 2015 წელს კი, ის „ოპოზიციურ მთავრობას“ შეუერთდა. 2016 წელს კი, ოპოზიციური ბლოკის ფრაქცია დატოვა.

2018 წლის 25 სექტემბერს ევგენი მურაევმა ახალი პარტია „ნაშა“ დააფუძნა. მონაწილეობდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა კანდიდატურა ალექსანდრე ვილკულის სასარგებლოდ მოხსნა - გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტის სანაცვლოდ, თუმცა პროცენტული ბარიერი ვერ გადალახა.

2022 წლის იანვარში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობდა უკრაინაში მოსკოვთან დადებითად დაკავშირებული ლიდერების მოყვანას, ლიდერის როლი გათვალისწინებული იყო მურაევისთვის.

გახმაურებული საქმე და სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული მურაევი 

 მურაევმა წარუმატებლად სცადა ჟურნალისტ აიდერ მუჟდაბაევისთვის ეჩივლა, რომელმაც პოლიტიკოსს „რუსეთის აგენტი“ და „პუტინის რუპორი“ უწოდა.

უმაღლესი რადას დეპუტატმა "სახალხო ფრონტიდან" სერგეი პაშინსკიმ ​SBU-ს და გენერალურ პროკურატურას მურაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა "სახელმწიფო ღალატის" და "დანაშაულის შეგნებულად ცრუ ცნობის" მუხლებით.

პირადი ცხოვრება

2005 წელს მურაევი პირველად დაქორწინდა. მისი რჩეული იყო ვალერია ტარანოვა, ბანკირის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოლეგ ტარანოვის ქალიშვილი. 2007 წელს წყვილი შვილის მიხაილის მშობლები გახდნენ, ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, იგორი შეეძინათ. 2017 წელს წყვილი დაშორდა. ეს პროცესი მედიაშიც საკმაოდ ხმამაღალი და საჯარო განხილვის საგანი იყო. თუმცა, მიუხედავად არსებული ვითარებისა, ყოფილი მეუღლეები პარტია "ნაშაში" ერთად აგრძელებენ მუშაობას. ხარკოვის საოლქო საბჭოს არაფრაქციული დეპუტატი, ქალი, წარმოადგენს ოპოზიციურ ბლოკს.

 

ევგენი მურაევის პირადი ცხოვრება 2018 წელს შეიცვალა. მას ჰყავდა საყვარელი ქალი - მსახიობი ეკატერინა გორდიენკო. შეყვარებულები დაქორწინდნენ 2018 წლის დეკემბერში, ხოლო ორი წლის შემდეგ, მეუღლემ მურაევს ქალიშვილი გაუჩინა. ეკატერინე სრულად იზიარებს ქმრის პოლიტიკურ პრეფერენციებს, იგი მხარს უჭერს მის პრორუსულ პოზიციას.

მურაევის სოციალური აქტივობა 

ევგენი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, ის ინარჩუნებს თავის გვერდს ინსტაგრამზე. იქ რეგულარულად ჩნდება სურათები, რომლებიც ადასტურებს მის მონაწილეობას შეხვედრებში, საჯარო ღონისძიებებში და სატელევიზიო გადაცემებში. იშვიათად, მაგრამ მაინც იტვირთება პირადი ხასიათის ფოტოები, მაგალითად, ვაჟებთან ან ახალ მეუღლესთან ერთად. Instagram-ის გარდა, მურაევი იყენებს ანგარიშებს Twitter-ზე, Facebook-ზე და საკუთარ YouTube არხზე.

 

ევგენი მურაევი ეკლესიაში 

 

2019 წლის მაისში პოლიტიკოსმა მონაწილეობა მიიღო "გავლას" რიტუალში, რის შემდეგაც გახდა ეპისკოპოსის თანაშემწე, ქვედიაკონი. ეს წოდება მას აახლოებს ეკლესიის მსახურებთან.

 

წყარო: https://biographe.ru/politiki/evgeniy-muraev