2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს
1737564042
ევროპარლამენტში გუშინდელ დებატებს ალბათ მოჰყვება რეზოლუცია, რომელიც იქნება სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ამასთან, ბოჟაძის თქმით, გუშინ გაკეთდა სამართლიანი და მხარდამჭერი განცხადებებიც, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს მიმართ.
„ევროპარლამენტში ეს არ იყო პირველი დებატები ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში, სადაც ჩვენი ხელისუფლების მიმართ სრულიად უსამართლო, დაუსაბუთებელი კრიტიკა და დაუზუსტებელი ფაქტები ისმოდა. იცით სრულიად უსამართლო ხუთი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლენტმა მიიღო უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სადაც კეზერაშვილი მედიამენეჯერად ჰყავდათ მოხსენიებული, სააკაშვილი ქვეყნის აღმშენებლად და ის უნდა გაგვეთავისუფლებინა, დაგვესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა ერთადერთი მოზნით, რომ გატარებულოყო მათი ინტერესები და არა სახელმწიფოს, ხალხის ინტერესები. ალბათ ამ დებატებს მოჰყვება რეზოლუცია, რომელიც ასევე იქნება სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, უსამართლო და მისი ფასიც, ისევე, როგორც წინა რეზოლუციის, იქნება იმ ფურცელზე უფრო ნაკლები, რაზეც ის რეზოლუცია იქნება დაბეჭდილი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
მისივე განცხადებით, კარგია, რომ ევროპარლამენტში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს ბრიუსელს და უნდა, რომ ჰქონდეს კანდიდატ სახელმწიფოსთან, მათ შირის საქართველოსთან მიმართებით.
„ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის სამართლიანი და მხარდამჭერი განცხადებები, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს მიმართ. კარგია, რომ ევროპარლამენტში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად ხედავენ, რა დამოკიდებულება აქვს ბრიუსელს და უნდა, რომ ჰქონდეს კანდიდატ სახელმწიფოსთან, მათ შირის ჩვენი ქვეყნისადმი. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ იქნება არავის კოლონია. ეს დრო 90-იან წლებში დავასრულეთ. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი თანამემამულეები 9 აპრილს, ვიბრძოლეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვყოფილიყავით, არასდროს არავის ჭკუაზე არ უნდა გაიაროს არც ერთმა მთავრობამ და სახელმწიფომ. გავიაროთ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფო ინტერესების ჭკუაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
კითხვაზე, „თუ არა ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა“, ბოჟაძემ აღნიშნა: „არა მხოლოდ დებატები, არამედ მათი საქართველოში ჩამოსვლა, განცხადებები და ოპოზიციის მიტინგზე მისვლა“.
„ქალბატონი რასაც თუ უფრო დიდი ხანი დარჩება საქართველოში შემდეგ ვიზიტზე, რუსთაველზე ან სხვა ქუჩებზე გაივლის და ხალხს ჰკითხავს, რას ფიქრობენ თავად ქალბატონ რასაზე, ჩვენს ქვეყანაზე მის დამოკიდებულებაზე, რას ფიქრობენ იმ პოლიტიკურ ძალასა და ძალებზე, ვისაც ისინი ასე თავგადაკლულები უჭერენ მხარს, იმედია, სხვა წარმოდგრნებიწარმოდგენები ექნებათ. თუმცა ვიცით, რომ ქალბატონ რასას საკმარისზე მეტი ინფორმაცია აქვს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ისიც იმ გეგმის ნაწილია, რომლის ამოცანაც არის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება – რადგან ეს არჩევნების გზით არ მოხდა, ახლა ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით მაიდნის თუ სხვა სცენარებით. ქალბატონ რასას შევახსენებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკვე თეთრ სახლშია და როგორც ჩანს, მალე გააგებინებენ მასაც, რა დამოკიდებულება და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.