კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

irakli shioshvili

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად მყოფი კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოდედ ფორელს შეხვდა.

ირაკლი შიოშვილმა ოდედ ფორელს კახეთის რეგიონის ეკონომიკის ორი ძირითადი მამოძრავებელი დარგის - სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია გააცნო.

ისრაელის მხარემ გამოთქვა მზაობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დარგის სპეციალისტების გადამზადების შესახებ. განისაზღვრა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.