14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელია – ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1757793748
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.