ბიჭი, რომელმაც უძილოდ 11 დღე გაძლო - ისტორიული ექსპერიმენტი და შედეგი
1770843300
ყველაზე მნიშვნელოვანი არის საუბრის შინაარსი და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. მათ დახვდათ ძალიან მძიმე და ცუდი მემკვიდრეობა და რა არის ეს მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის. ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ყველას ახსოვს ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში რა ტიპის განცხადებებს აკეთებდა.
„ეს იყო სრულიად სამარცხვინო, წარმოუდგენელი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, არასამართლიანი დამოკიდებულება, განცხადებები, რომელიც გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით და მე ძალიან მიხარია, რომ მარკო რუბიომ აღნიშნულთან დაკავშირებით პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე და ცუდი მემკვიდრეობა დახვდათ და საჭიროა სიტუაციის გადატვირთვა და განახლება.
საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, მოხდეს გადატვირთვა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები, პატივი უნდა სცენ ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი წარსულით და ისტორიით, სწორი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.