კახა კალაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს, ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ

კახა კალაძე

„დიფ სთეითი“ თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვას.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარტიას არაფორმალური მმართველობა ებრძვის.

„როცა ხედავენ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები ვერ იმარჯვებენ ქვეყანაში, ცდილობენ, ბინძური ხერხებით დაამარცხონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. გავიხსენოთ რუმინეთის მაგალითი, პრეზიდენტმა გაიმარჯვა არჩევნებში, რიგი ბრალდებები წაუყენეს და მეორე ტურში მონაწილეობის უფლებაც არ მისცეს. ეს ვიცით, რაზეც მიანიშნებს. თუმცა, ევროპაშიც დაიწყო ხალხმა გამოღვიძება. კარგად ხედავენ, რა გამოწვევებია. შესაბამისად, მათთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.