ჯოზეფ ბორელს რამდენიმე ათწლეულით ადრე რომ ეცხოვრა, ფრანსისკო ფრანკოს კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა - ალიევი

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ესპანელი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს პერიოდში კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯოზეფ ბორელს რამდენიმე ათწლეულით ადრე რომ ეცხოვრა, ფრანკოს კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნებოდა. მას უბრალოდ არ გაუმართლა, რომ იმ დროს არ ცხოვრობდა. მან თქვა, რომ ევროპა არის აყვავებული ბაღი და ყველაფერი დანარჩენი ჯუნგლებია. მე კი ვუთხარი, თუ ჩვენ ჯუნგლები ვართ, მაშინ თავი შორს დაიჭირე ჩვენგან“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ასევე თქვა, რომ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე დასავლური ქვეყნებისგან მხრიდან ბაქოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება იყო.

„იყო სრულიად არამოტივირებული აგრესიის, ბრაზის გრძნობა, რომელიც შერეული იყო შურთან და აზერბაიჯანის არასათანადო აღქმასთან.. თუ როგორც შეძლო ასეთმა ქვეყანამ ასეთი კონფერენციის მასპინძლობის უფლება მიიღო უცებ? ბევრ დასავლურ მედიაში გვიწოდეს ნავთობის სახელმწიფო“, – თქვა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განაცხადებით, „ფეიკ ნიუსების ქვეყნები, რომლებიც მილიარდობით ტონა ნავთობს აწარმოებენ, აზერბაიჯანს უწოდებენ ნავთობის ქვეყანას, მაშინ როდესაც ბაქო წელიწადში 30 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებს“.

„მაშინ როდესაც კანადა, ათჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე ჩვენ და ჩვენ გვეძახიან ნავთობის ქვეყანას“, – აღნიშნა ალიევმა.

ამავე ინტერვიუში ილჰამ ალიევმა ამერიკული და ფრანგული გამოცემები „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, „ფიგარო“ და „ლე მონდი“ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.