ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
ღაზაში იარაღი დადუმდა, - ასე გამოეხმაურა ჯოზეფ ბაიდენი ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებას.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, მაისში, მის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმა შესრულდა, რითაც ადამიანების ტანჯვას ბოლო მოეღო.
„შეთანხმება, რომელიც მე პირველად გასული წლის მაისში წარვადგინე ახლო აღმოსავლეთისთვის, საბოლოოდ შესრულდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და დღეს ვნახეთ მძევლების გათავისუფლება; სამი ისრაელელი ქალი, რომლებსაც ნების საწინააღმდეგოდ ბნელ გვირაბებში ამყოფებდნენ 470 დღის განმავლობაში. ამდენი ტკივილის, ნგრევისა და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღის ხმა აღარ ისმის. ეს იყო აუცილებელიც, ეფექტურიც და უპრეცედენტო, მაგრამ წარმატებისთვის საჭიროა რეგიონში ჩვენი მეგობრების მუდმივი მხარდაჭერა. ახლა ამ შეთანხმების განხორციელება შემდეგ ადმინისტრაციას ევალება“, - განაცხადა ბაიდენმა.