ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვითომ ამუნათებს ირაკლი კობახიძეს, იაფფასიანი კრიტიკა ამ კრიტიკოსს აზიანებს და არა პრემიერს - გია აბაშიძე

gia abashidze

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვითომ ამუნათებს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს; ცილისწამება და შეურაცხყოფა რადიკალურ ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება ანდრო ჭიჭინაძის განცხადებას პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, როცა ადამიანს შეუძლია ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე, როგორც ილაპარაკა, ეს არის არაკაცობა.

ანალიტიკოსის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე, რომლის დაკავების გამო დავით დოიაშვილმა „მცირემასშტაბიანი ეპატაჟური პროტესტები“ მოაწყო, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია.

„ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვითომ ამუნათებს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს; ცილისწამება და შეურაცხყოფა რადიკალურ ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. იაფფასიანი, უსაქციელო კრიტიკა ამ კრიტიკოსს აზიანებს და არა პრემიერს.
ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალდება აცხადებს, რომ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძის დაკავების გამო აწ დათხოვნილმა დავით დოიაშვილმა მცირემასშტაბიანი ეპატაჟური პროტესტები მოაწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში სპექტაკლებს არ დგამდა „ახალ თეატრში“ [მუსკომედია].

ანდრო ჭიჭინაძე ელენე რუბლოვნა ხოშტარიას დეიდაშვილია“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.