ივანიშვილის ეს შემთხვევა, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე მეორე ბანკთან, არის მოგირი მტკიცებულება, როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ეს შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე ახლა მეორე ბანკთან, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს, - განაცხადა „ხალხის პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბანკ Julius Baer-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრკოლებების უსაფუძვლოდ შექმნასთან დაკავშირებით.

„ერთ შემთხვევაში ხელოვნურად, უსამართლოდ ხელს უშლიან კლიენტს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს თავისი თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით და მეორე შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ბაჩიაშვილის მიმართ პირიქით, მიდის ხელის დაფარების პოლიტიკა. ანუ უკვე აღარ ერიდება გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ ასეთ ღია დაპირისპირებას მშვიდობის მიმართ, ოჯახური ღირებულებების მიმართ და ეს შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის, როგორც „კრედიტ სუისთან“, ასევე ახლა მეორე ბანკთან, არის მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ებრძვიან ნებისმიერ პირს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელიც იცავს მშვიდობას და ოჯახურ ღირებულებებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებით, Julius Baer-ი თვეების განმავლობაში უსაფუძვლოდ ზღუდავდა ინფორმაციას ანგარიშების შესახებ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უჭიანურებდა თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით გაცემული დავალების შესრულებას.

ამასთან, ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი - ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.