„სასულიერო პირზე მინდა ვთქვა...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1793819608
იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას შეეხო.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რობოტების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების მიმართულებით. ასევე, ვისაუბრეთ სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი ინოვაციური პროექტების შესახებ, იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია.