იუსტიციის მინისტრი დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

პაატა სალია

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

„გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაერო-ს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებისა და განვითარების  კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ, ასევე, გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და  სხვა ხელმძღვანელ პირებთან.  რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეზე და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.