რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
კანონპროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური განისაზღვრება 100 ლარით, ნაცვლად 30 ლარისა. ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური შესაბამისი აქტის შედგენით განისაზღვრება 130 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.
გარდა ამისა, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50 ლარისა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.