ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
1761289291
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის შემდეგ, ტრამპის სამშვიდობო გეგმის რეალიზებისთვის, ისრაელს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ესტუმრა. რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ისრაელის ქნესეთის მიერ დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით მიღებული კანონპროექტის წინასწარი მხარდაჭერის ფონზე დაიწყო, რასაც პალესტინაში ტერიტორიის ანექსიის მცდელობად აღიქვამენ. ისრაელში ჩასვლამდე რუბიომ აღნიშნა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, ტრამპის სამშვიდობო გეგმას საფრთხეს უქმნის.