როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
ისრაელს არ შეუძლია, დაუშვას, რომ „ჰამასმა“ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა აღდგენისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ჰამასი” აგრძელებს ქსელების გამოყენებას იარაღის და დახმარების კონტრაბანდისთვის, რომ ძალები მოიკრიბოს.
„ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ეს არ არის სულელური ცეცხლის შეწყვეტა”, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ბოლო დღეებში „ჰამასში” განაცხადეს, რომ არ გაათავისუფლებენ შემდეგ სამ მძევალს, რადგან ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვით. ისრაელის მთავრობა ამ ბრალდებას უარყოფს.
მარკო რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ღიაა არაბული მოკავშირეების ალტერნატიული გეგმების მოსასმენად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრამპის წინადადებას ღაზის სექტორის ამერიკისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.