ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებასა და ხელის შეშლას აპირებენ - დავით ჩიხელიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე

დავით ჩიხელიძე

კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ, ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ, როგორ შეიძლება დამკვირვებელი გერქვას და ამომრჩეველს ბიულეტენის დაზიანებას, მისი ქიუარკოდის გადახაზვას, დაკეცვას და ა.შ. ასწავლიდე, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

ჩიხელიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას.

მისივე თქმით, სახეზეა დამკვირვებლის ინსტიტუტის სრული ჩამოშლა, მათი უფლება-მოვალეობის აღრევა, რაც საბოლოო ჯამში აღნიშნული ორგანიზაციების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს.

„კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ, როგორ შეიძლება დამკვირვებელი გერქვას და ამომრჩეველს ბიულეტენის დაზიანებას, მისი ქიუარკოდის გადახაზვას, დაკეცვას და ა.შ. ასწავლიდე, ეს არ არის სადამკვირვებლო მისიის საუკეთესო პრაქტიკა, აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას. ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, ასევე მრავლად ვხედავთ დილეტანტ ხელმძღვანელებს, რომლებიც დამკვირვებელს მარკირების დამოუკიდებლად შემოწმებას ავალებენ, მარკირების სპეციალური სანათით შემოწმების კანონიერი უფლება მხოლოდ და მხოლოდ კომისიის წევრს აქვს, დამკვირვებლის მიერ მარკირების შემოწმება არ ხდება (შემოწმების პროცესში მონაწილეობა და დაკვირვება დაშვებულია). როგორც ხედავთ, სახეზე გვაქვს დამკვირვებლის ინსტიტუტის სრული ჩამოშლა, მათი უფლება-მოვალეობის აღრევა, რაც აღნიშნული ორგანიზაციების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს. როგორ შეიძლება ვენდოთ სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელიც ერთის მხრივ პარტიულია, მეორე მხრივ, კი კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდის და მოსახლეობას საარჩევნო პროცესის დაზიანებისკენ მოუწოდებს,“- წერს დავით ჩიხელიძე.